26 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
კამპანია შეიცავდა ტყუილს და იყო დიდი ფარსი - კახა კალაძე Faras-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა, რომ ეს იყო ფარსი და სიბინძურე.

კალაძის თქმით, ცუდია, რომ ამაში ჩართული იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული, ბოდიში მოიხადონ ევროპარლამენტარებმაც, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველ ხალხს.

"კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს და მთლიანად ფარსი იყო, მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქვეყნის გაშავებისკენ. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სიბინძურეები, რაც იყო აღნიშნულ საქმეში. მიღებული რეზოლუციები, განცხადებები ყველაფერი იყო ფარსი და ამ ყველაფერს აკეთებდნენ ფულის გამო. 

ცუდია, რომ ეს ხდებოდა და ამაში ჩართულები იყვნენ ჩვენი უცხოური მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები," - აცხადებს კალაძე. 

დღის ამბები