განათლების მინისტრი უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს.
მთავარი თემა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და სამომავლო გეგმები იყო.