მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინო-ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ ტარდება, რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და პროდიუსერმა თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააარსეს. კინოფესტივალის მთავარი მიზანი, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების მხარდაჭერაა.
ფესტივალი წელს, 100-მდე უცხოელ და ქართველ კინოხელოვანს მასპინძლობს. ღონისძიება ითვალისწინებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსსაც, დაწესებულია სხვადასხვა ნომინაცია და პრიზები. ფილმების ჩვენება მესტიის კულტურის ცენტრსა და სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.