26 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს

"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პოლიტიკურ ბრძოლას დღეიდან გაერთიანებული შემადგენლობით გააგრძელებენ.

პოლიტიკური გაერთიანების შესახებ აღნიშნული პარტიების ლიდერებმა - ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ "რედისონში" გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, "პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გამარჯვების პლატფორმა უნდა გაკეთდეს".

"მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით პროდასავლურ პარტიებს შორის, ვგულისხმობ "სტრატეგია აღმშენებელს." ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან.

შესაბამისად, დღეიდან "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების. მინდა მადლობა გადავუხადო "სტრატეგია აღმაშენებელს" და თითოეულ მისი გუნდის წევრს. სხვანაირად მიხეილ სააკაშვილის პარტია, პასუხისმგებლობიანი პარტია, ცხადია, ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხალი პლატფორმის შესახებ ისაუბრა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმაც, გიორგი ვაშაძემ.

"ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოქალაქე. პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, საქართველოს მოქალაქე და მისი პრობლემების მოგვარება," - აღნიშნა გიორგი ვაშაძმე.

დღის ამბები