26 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
სვანეთი, ყაზბეგი და გურია "მთის დღეებისთვის" ემზადება - რა ელოდებათ ფესტივალზე ჩასულ სტუმრებს

დესერტი "ბახმარო" და აჭარული ყაიმაღით მომზადებული გურული ღვეზელი, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, რომელიც ტრადიციას იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც მწყემსებმა ბახმაროს მთებში საქონლის აყვანა დაიწყეს - გურიის კურორტი "მთის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება.

ფესტივალზე ჩასული სტუმრების დასახვედრად ემზადება ყაზბეგიც, რომელიც ვიზიტორებს მთის ხინკალს და კეცეულს დაახვედრებს. ადგილობრივ კულინარიასთან ერთად მთის დღეებზე ჩასულებს ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების შეძენის საშუალებაც ექნებათ. სტუმრებს ელოდებიან სვანებიც, მესტია ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას, სპორტულ აქტივობებს და კონცერტს შესთავაზებს.

"მთის დღეების" ფესტივალი სამივე რეგიონში 22 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები