"ფრანკლინის კლუბი" განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, კლუბის მრჩეველთა საბჭოს სოფო ჭყონია შეუერთდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭყონია მოდის ექსპერტი და მეცენატია, ასევე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.
"ფრანკლინის კლუბის" მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი - სოფო ჭყონია შემოუერთდა.
სოფო ჭყონია მოდის ინდუსტრიის ექსპერტი და მეცენატია. მისი სახელი, ხელოვნებისა და მოდის სფეროში უამრავ გამორჩეულ პროექტსა თუ ორგანიზაციას უკავშირდება.
სოფო ჭყონია არის: ფონდ BENEXT-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი; კრეატიული სააგენტო BE NEXT Paris-ის დამფუძნებელი; ხელოვნებისა და მოდის ფონდის დამფუძნებელი; მოდისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პროდიუსერი და კრეატიული დირექტორი; თბილისის კულტურული კვირეულის კრეატიული დირექტორი და პროდიუსერი; თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის კრეატიული დირექტორი; მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცის Factory Tbilisi-ის დამფუძნებელი.
სოფო ჭყონია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მისი დაფუძნებულია საქველმოქმედო ფონდი Be Next-ი, რომელიც დახმარებას უწევს ომისა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს," - ნათქვამია "ფრანკლინის კლუბის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.