26 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
მიშამ თხარა თხარა და "ფარა" გამოთხარა... როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე ეთქვა - გურამ მაჭარაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ლობისტების შესახებ, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე მორიგი დოკუმენტის ატვირთვასთან დაკავშირებით, გამოხმაურებები გრძელდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე ეთქვა."

"მიშამ თხარა თხარა და "ფარა" გამოთხარა, ეს არის მოცემულობა. იმდენი სისულელე ჩაიდინა, იმდენი ანტიქართული განცხადებები აკეთა, მას შემდეგ რაც ჩუმად შემოიპარა საქართველოში, მერე საპყრობილიდან, მერე "ვივამედიდან" , ხან ქართველობაზე თქვა უარი, ხან უცხოელებს დააბრალა - მე რაღაცებს ვიტყვი თუ აქედან არ გამიყვანთო, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე ეთქვა. იმასაც გეტყვით, რომ ხალხის ძალა, დიდი ხანია ვამბობთ და ამდენსაც არ ვამბობდით, ამდენი ანტი ქართული და ანტი სახელმწიფოებრივი ნაბიჯები თუ შეიძლება, რომ ადამიანს მოჰფიქრებოდა, ეს ჩვენც არ გვეგონა. ის, რაც ჩამოთვლილია ამ "ფარას" შინაარსში ამდენსაც არ ვამბობდით. პატიმარ სააკაშვილს თუ ვინმე აწამებს ეს არის საკუთარი ოჯახის წევრები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები