26 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
პოლონეთის მთავრობის მიერ წარმოგზავნილი ჯგუფის საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო სააკაშვილის ანალიზის გაყალბება - შალვა პაპუაშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ჯგუფის მხრიდან ჩადენილმა საქციელმა, წარმოშვა ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო მიხეილ სააკაშვილის ანალიზის გაყალბება.

"პოლონეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ჯგუფის მხრიდან ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება, სწორედ იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ აქამდე ვიხილეთ. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას ახლა აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, კამერა რატომ იყო თურმე პალატასთან და ა.შ. მათ ეჭვი უნდა გაფანტონ.

სამწუხაროდ, გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ ამ ეჭვის გაფანტვას პოლონეთის ხელისუფლება არც კი შეეცადა. მათ ეს ვალი კვლავ რჩებათ, რომ განმარტონ, რა იყო ამ საქციელის მოტივი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები