26 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
Fara-ზე ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდა: რა წერია სააკაშვილის ლობისტების მიერ მომზადებულ შეკვეთილ სტატიებში

მიხეილ სააკაშვილის ლობისტების შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე მორიგი დოკუმენტი აიტვირთა. ამჯერად საუბარია ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიების მომზადებაზე.

ტექსტში, რომელიც 28 თებერვლით თარიღდება ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ სააკაშვილის გადასარჩენად.

ლობისტების მიერ ამერიკული გამოცემისთვის წინასწარ მომზადებულ სტატიაში წერია:

"საქართველოდან საგანგაშო ამბები მოდის. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობები ძალიან მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თავისუფალი სამყაროს ლიდერებმა ყველაფერი გააკეთონ ამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიული ღირებულებების გასაძლიერებლად და რუსული იმპერიალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის."

ზუსტად ამ შინაარსის ტექსტი საერთაშორისო მედიასა და ინტერნეტ პლატფორმებზე უკვე დაიბეჭდა.

სტატია, მოგვიანებით, გამოცემა "ნიუ იორკ სანის" ვებგვერდზე აიტვირთა.

დღის ამბები