თავდასხმა მიკოლაივის ცენტრზე - არის მსხვერპლი. დაღუპული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ვერ კონკრეტდება. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაჭრილია მშვიდობიანი მოქალაქეები - აქედან 5 ბავშვია. ქალაქის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებს. ამ წუთებში მიკოლაევის ცენტრში მაშველები მუშაობენ.
ხანძარი და ნგრევა მოჰყვა ღამით რუსული ძალების იერიშს ოდესაზეც. ოკუპანტებმა უკრაინის საპორტო ქალაქს კიდევ ერთხელ შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი.
ეს უკვე ზედიზედ მესამე ღამეა, რაც რუსეთი ოდესას თავს ესხმის.