26 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
მათ ძალიან შეეშალათ და დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა პირველ ჯერზე ჩვენ არ მოგვცეს სტატუსი, ამით ცუდი შუქი აანთეს სხვა მხარეს - ბექა დავითულიანი

"ქართული ოცნების" წევრმა, ბექა დავითულიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, ევროკავშირს დაანახოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საქართველო გეოპოლიტიკურად.

მისივე განცხადებით, ევროკავშირმა გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით, სწორედ გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასების საფუძველზე უნდა გააკეთოს.

"ჩვენ, ერთის მხრივ, ანულირება უნდა გავაკეთოთ იმ დოკუმენტების, რომლითაც ლობისტურად გვებრძვიან და, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს საჭიროება ევროკავშირს, რომ მიიღოს მან, საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური მდგენელი ამისი, ოღონდ რაღაც შიდა ინტრიგებზე და პოლიტიკურ ხაზებზე დამოკიდებული მდგენელი და გეოპოლიტიკა უფრო დიდ სურათს ხატავს. იმ დიდ სურათში, საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონი, როგორც თურქეთის მეზობელი და როგორც, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი ქვეყანა რეგიონში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მათ მართლა ძალიან შეეშალათ და დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა პირველ ჯერზე ჩვენ არ მოგვცეს ეს სტატუსი, ამით ცუდი შუქი აანთეს სხვა მხარეს.

ბევრი მათგანი გვეთანხმება, თუმცა, ჩემი აზრით, დღეს ევროკავშირი გაზომავს ძალებს, შეხედავს რამხელაზე გაწვდომა შეუძლია, ამ რეგიონის დაფარვა და, პირველ რიგში, აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე რისი გაქაჩვა შეუძლია და რა აწყობს. მე იმედი მაქვს, რომ ეყოფა სიბრძნე იმ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს და მთავრობებს, რომ მიხვდნენ, დღეს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება და დაჩქარებული ინტეგრაცია ჯობია, ვიდრე საქართველოს დროებით დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის, უსაფრთხოების რისკების გაზრდა და მერე ლომის ხახიდან ხელახლა გამოცლა," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები