26 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი" - პოლონურმა მხარემ 6 დღიანი დუმილი საგარეო უწყების განცხადებით დაარღვია

"შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი" -პოლონურმა მხარემ 6 დღიანი დუმილი, საგარეო უწყების განცხადებით დაარღვია. ვარშავა მედიკოსის ფარულ მოქმედებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის არალეგალურად გატანა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. პოლონეთი არტურ ზაჩინსკის შემოწმების კადრების გავრცელებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ვივამედის" მკურნალობის პროტოკოლზე ვარშავას, რომ პრეტენზიები არ აქვს, ეს ოფიციალურ განცხადებაშიც აღინიშნა. თავად კლინიკა კი ამბობს, რომ მედიკოსის ქმედებამ, ყველა სამედიცინო ეთიკური ნორმა დაარღვია.

პოლონეთის პასუხის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დედა, ახლა განმარტებას იუსტიციის სამინისტროსგან ელოდება. გიული ალასანია დღესაც ამტკიცებს, რომ პოლონელ ნეიროქირურგს წინდით ექსპრეზიდენტის ბიოლოგიური მასალა არ გაჰქონდა.

არტურ ზაჩინსკის ფარულ მოქმედებას, სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გაყალბების მიზნით ხსნიან მთავრობის წევრები.

6 დღიანი დუმილის შემდეგ, კლინიკა "ვივამედში" მომხდარი ინციდენტის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი ირიბად ადასტურებს, რომ პატიმრის ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანა, წინასწარ დაგეგმილი იყო. არგუმენტად კი ქართული მხარის მიმართ, პოლონელი მედიკოსების უნდობლობას ასახელებს.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში, საფუძვლიანი არგუმენტები ვერ ამოიკითხა მმართველმა გუნდმა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვარშავას ნიმუშის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, სათქმელი არაფერი აქვს, ამის გამო კი უწყება ისრების გადატანას, პენიტენციური სამსახურის მიმართულებით ცდილობს.

ინციდენტი კლინიკა "ვივამედში" 12 ივლისს მოხდა. არტურ ზაჩინსკიმ, სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა ფარულად ვერ გაიტანა, ჩამორთმეული ნიმუშები პენიტენციურმა სამსახურმა დალუქა.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები