26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კეზერაშვილმა ჯერ საქართველოში ასეულობით მილიონი მოიპარა, შემდეგ საუკუნის ძარცვა ჩაატარა და მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯერ საქართველოში მოიპარა ასეულობით მილიონი, ხოლო შემდეგ კი, საუკუნის ძარცვა ჩაატარა ევროპაში. 

"ეს არის აბსოლუტურად ამორალურობა და გამაოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ბიზნესი, ჯარი რეკეტის ქვეშ ჰყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი ჯერ საქართველოში და შემდეგ ყველაზე დიდი, საუკუნის ძარცვა ჩაატარა - მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში. მაგ ფულით აფინანსებს ტელევიზიას, უხდის ხელფასებს  ყველას და ოპოზიციას. დღეს, თუ არ ვცდები იბარებს ოპოზიციონერებს და ინსტრუქციებს აძლევს. კეზერაშვილის ტელევიზია საერთოდ როგორ ბედავს, რომ კითხვას მისვამს. ჩვენი ქვეყნის დაზიანების გარდა, მათ არაფრის მოტანა არ შეუძლიათ,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები