26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ეს არის საქართველოზე ორგანიზებული შეტევა - ილია დარჩიაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეაფასა, რომელიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიის მასშტაბებს ამხელს.

დარჩიაშვილის თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ საქართველოზე ორგანიზებული შეტევა ხორციელდებოდა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდი ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს.

"გამოქვეყნებული შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ეს არის საქართველოზე ორგანიზებული შეტევა, ქვეყანაზე, რომელიც ევროინტეგრაციის საკმაოდ წარმატებულ გზას ადგას. ეს არის საკითხი რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და სამწუხაროა, რომ ამ ხელოვნურად შექმნილ პროცესში, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავდით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ხდებოდნენ ამ პროცესის ნაწილი და ვწუხვართ, რომ მათ თავისი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში. ჩვენ, გვაქვს ერთი კონკრეტული მიმართულება, გზა ჩვენი ევროპული მომავლის, ჩვენი გზა არის მართალი, სწორი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები