26 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"გაუთვალისწინებელი და შეუთავსებელი თუ იყო, უნდა ესაუბრონ სამინისტროს და არა საზოგადოებას" - გიული ალასანია პოლონელი ექიმების განცხადებაზე

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია  გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ "მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას".

გიული ალასანია აცხადებს, რომ ვერ ხვდება რა ინციდენტზეა საუბარი და თუ მსგავსი რამ მართლაც მოხდა, უნდა გაარკვიონ სამინისტროსთან.

"ჩემი შთაბეჭდილებით, ყველაფერი იყო ნებადართული. ეს რომ ნებადართული არ ყოფილიყო, ჩამოართმევდნენ იმ ადამიანს იმას, რაც გაჰქონდა. მე არ ვიცი რა გაჰქონდა, იმიტომ, რომ მე დავინახე თეთრი სუფთა ქაღალდი და მეტი ვერაფერი, მაგრამ არ მოხდა ეს ჩამორთმევა, როგორც ჩანს. ფაქტობრივად, ამ ხალხმა თავისი მისია, რისთვისაც ჩამოვიდნენ, შეასრულეს და ისე დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში და რაზეა ლაპარაკი, რისგან ქმნიან რაღაც პრობლემებს, მე ვერ ვიტყვი. გაუთვალისწინებელი და შეუთავსებელი თუ იყო, უნდა ესაუბრონ სამინისტროს და არა ადამიანებს აქ და საზოგადოებას, რომელიც აღარ არსებობს, აქ საზოგადოებაც აღარ არსებობს,"- აცხადებს გიული ალასანია.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები