26 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა ლობისტებს შეუკვეთეს საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფობის შესახებ პიარ კამპანიის ფარგლებს ამგვარად - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთა. ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას გააკეთა. 

"ფარა" არის იმ კანონის ანალოგი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 7-9 მარტს თბილისში იყო აქციები და ასევე იყო მცდელობა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად, წარმატებული, რომ საქართველოში რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის საფუძველზე და მისი მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს დღეს ამბავს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის "გაპიარების" გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველო იქნას დასანქცირებული. ანუ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფობის შესახებ პიარ კამპანიის ფარგლებს ამგვარად. ასევე ჩვენ ვიგებთ რეზოლუციების შესახებ ამბავს, რომლითაც ქვეყნის შიგნით და გარეთ "ნაცმოძრაობა" და მისი დავალების მიმცემები ცდილობდნენ საქართველოს დაზიანებას, ხოლო მისი დრაფტი, პროექტი, ტექსტი შედგენილია სააკაშვილის ოჯახის და მისი პარტიის დაქირავებული ლობისტების მიერ,

იძულებულები გახდნენ ლობისტები "ფარაში" წარედგინათ ანგარიში. წარმოიდგინეთ, ეს რომ ხდება ფურცელზე დაწერილი გაცხადებული ინფორმაციის მიხედვით, ზურგს უკან კიდევ რა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს, ლობისტური კომპანიების მოქმედებების გარდა, ამავდროულად სხვა ადამიანების, ჯგუფების, ანუ ნაცებზე დავალების მიმცემების მოქმედებების დაფარვის მიზნითაც,

ამ საკითხზე მარტო ეს ადამიანები მუშაობენ, სამწუხაროდ, მუშაობენ სხვა ადამიანებიც და ცდილობენ საქართველოს დაზიანებას, ვერავინ დასჯის ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები