26 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ვხედავთ, რომ უკრაინას აქვს პროგრესი და რუსეთის დანაკარგები მატულობს - ლოიდ ოსტინი

"ვხედავთ, რომ უკრაინას აქვს პროგრესი და რუსეთის დანაკარგები მატულობს" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-14 შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, ის პარტნიორებს შორის ძლიერ ერთობას და ერთსულოვნებას ხედავს, რაც ვილნიუსის სამიტიდანაც დადასტურდა.

"უკრაინა აგრძელებს კონტრშეტევას მისი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვხედავთ, რომ უკრაინას აქვს პროგრესი და რუსეთის დანაკარგები მატულობს. უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა განსაკუთრებული გამბედაობა თავიანთი ქვეყნისთვის ბრძოლაში. დღეს ხელახლა ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მნიშვნელოვანი კონტრშეტევის დროს და გრძელვადიან პერსპექტივაში. შენელებისთვის დრო არ არის. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკრაინის მიმდინარე საჭიროებებზე, მათ შორის, როგორც ვთქვი, საბრძოლო მასალის გადაუდებელ საჭიროებაზე. ასევე განვიხილეთ წარმოების გაზრდის გეგმები როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინიციატივით მეტი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დღის ამბები