ცხედარი, რომელიც რამდენიმე საათის წინ მაშველებმა თბილისის ზღვაში იპოვეს, ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის - როგორც სოციალურ ქსელში მისი დეიდაშვილი, მარიკო ოქროპირიძე წერს, ცხედარი ამოცნობილია.
გაუჩინარებულ ახალგაზრდას მეოთხე დღეა ეძებდნენ. ახლობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ლუკა ლაცაბიძის პირადი ნივთები თბილისის ზღვაზე იპოვეს.