საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში მათი გვერდი მიმდინარე თვეში მეორედ გატეხეს, ამიტომაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
"მიმდინარე თვეში დღეს უკვე მეორედ გატეხეს რაგბის კავშირის გვერდი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ინფორმაციის გავრცელება შეზღუდული გვაქვს. მომხმარებელს ვთხოვთ, არ მიაქციოს ყურადღება რაგბის კავშირის სახელით მის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას სანამ არ შევძლებთ კონტროლის აღდგენას, რასაც დამატებით შეგატყობინებთ. ბოდიშს გიხდით ამ ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.