26 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
არის საფრთხე, რომ დღის წესრიგში დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება - სალომე სამადაშვილი ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე

ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება პოლიტიკური დისკუსიების თემაა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, შესაძლოა, მსგავსი ნაბიჯი ევროპის სხვა ქვეყნებმაც გადადგან, რადგან ქვეყანაში დანაშაულის რიცხვი გაზრდილია.

"გასაკვირი არავისთვის აღარ უნდა იყოს თუ საქართველო ცალკეულმა ქვეყნებმა, მათ შორის, ევროპულმა ქვეყნებმა, ამოიღოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან, იმიტომ, რომ ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენ მკვლელობას, ყაჩაღობას, ბანკების ძარცვას, ძალადობის ფაქტებს და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და, სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და ალბათ ბევრი ქვეყანა გადადგამს ამ ნაბიჯს,"-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან.

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში არსებობს სერიოზული გამოწვევები, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით და მოქალაქეების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ბელგიის გადაწყვეტილებას, შესაძლოა, მოჰყვეს ევროკავშირის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება და საფრთხე იმისი, რომ დღის წესრიგში დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, პოტენციურად, ასეთი საფრთხე ჩნდება სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებებით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები