26 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
არავის აქვს უფლება გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არავის აქვს იმის უფლება რომელიმე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება გაანადგუროს. 

"უკრაინის პოზიცია ყოველთვის მაქსიმალურად მკაფიო იყო და იქნება. არავის აქვს უფლება გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება. თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, სხვადასხვა ქვეყანაში იქნება თუ არა სუფრაზე საკვები, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია.

ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება, დაცვა რუსული სიგიჟისგან. უკრაინული საკვები არის ძირითადი უსაფრთხოება 400 მილიონი ადამიანისთვის. ოფიციალური წერილები თურქეთის პრეზიდენტს და გაეროს გენერალურ მდივანს გავუგზავნე - წინადადებით, გაგრძელდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში – როგორც ეს უკეთესი იქნება.

ეს აუცილებელია ყველასთვის მთელ მსოფლიოში, და ყველა, ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს, გახდება სიცოცხლის მხსნელი უზარმაზარ ტერიტორიაზე მაროკოდან ჩინეთამდე, ინდონეზიიდან ლიბანამდე," - ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები