ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას აგრძელებს - იმერეთში 2 საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა დასრულდა.
პირველი ბილიკი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იწყება და ერთმანეთთან აკავშირებს ქუთაისს, სათაფლიის აღკვეთილსა და სოფელ გუმათს. მეორე ბილიკის მარკირება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ზარათში ჩატარდა.