26 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
სახალხო დამცველი აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

სახალხო დამცველი აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ლევან იოსელიანი რეგიონში არსებულ პრობლემებსა და სოციალურ მდგომარეობას ეცნობა. სახალხო დამცველმა"ოცნების ქალაქში" ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ომბუდსმენის თქმით, ის რეგიონებში სისტემატურად ხვდება ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფებს, რომ უკეთ გაეცნოს ადგილობრივების პრობლემებს.

"ვეცნობი იმ სოციალურ პრობლემებს, რაც აჭარაში უხვად არის დაგროვილი. ახლა ვიყავი "ოცნების ქალაქში" და კიდევ ერთხელ მოვინახულე ეს ადამიანები, კიდევ უფრო მეტი პრობლემა აღმოვაჩინე. აღმოვაჩინე შენობები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რაც მათი სიცოცხლისთვის არის საშიში. მნიშვნელოვანია უფლებადამცველებთან მჭიდრო კავშირში ყოფნა, ამიტომ სიამოვნებით მოვისმენ აჭარაში მყოფი არასამთავრობო სექტორის აზრსაც და გავუზიარებ ჩემს მოსაზრებებს," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები