26 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შეიძინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა, გაწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები, მასალას მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი რეალიზაცია.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

დღის ამბები