26 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, არაკეთილსინდისიერია - ენტონი ბლინკენი

"რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება არაკეთილსინდისიერია" - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე აღადგინოს შეთანხმება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ყირიმის ხიდის დაზიანებასთან შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს.

"უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

დღის ამბები