26 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
18 ივლისს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

18 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ - ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, XI კვარტლების, ჩარგლის, აბაის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ალუბლების, სულაქველიძის, მეველეს, გუდარეხის, ნადარეიშვილის, დოდაშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სანდრო ეულის, ანჯაფარიძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები