26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
პირველად ისტორიაში უიმბლდონის გამარჯვებული 20 წლის კარლოს ალკარასია - მან ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა

20 წლის კარლოს ალკარას გარფია პირველად ისტორიაში უიმბლდონის გამარჯვებულია, ელიტური ტურნირის ფინალში მურსიელმა ვუნდერკინდმა ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ფინალის დასრულებისთანავე, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, უიმბლდონის ახალ მეფეს პრესტიჟული ჯილდო უელსის პრინცესამ ქეით მიდლტონმა გადასცა.

კარლოს ალკარასის მსგავსად, ისტორიულ შედეგთან ახლოს იყო ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმბლდონის ბოლო ოთხი გათამაშება, სერბმა ჩოგბურთელმა შესანიშნავ სტილში მოიგო, ესპანელის დამარცხებით, ჯოკოვიჩი ზედიზედ მეხუთედ პრესტიჟულ ჯილდოს მოიგებდა და ტიტულების რაოდენობით როჯერ ფედერერს გადაუსწრებდა. მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩმა საკუთარ გულშემატკივარს მიმართა და თავი ვერც ემოციებისგან შეიკავა.

უიმბლდონის ფინალმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, საჩოგბურთო მოედანზე სრული ანშლაგი იყო,
ჯოკოვიჩი-ალკარასის დაპირისპირებას ინგლისის სამეფო ოჯახის წევრები, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები დანიელ კრეიგი და ბრედ პიტი ესწრებოდნენ. ფინალმა მოლოდინი გაამართლა, გულშემატკივარმა დაძაბული და მომქანცველი მატჩი იხილა, რომელიც 4 საათი და 43 წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ კარლოს ალკარასმა მეტოქე 5 სეტში 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა.

სერბი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში 35-ე ფინალი იყო, ალკარასი კი ფინალში მეორედ გავიდა.

მომავალი დიდი სლემის გათამაშება ზუსტად ერთ თვეში დაიწყება, აშშ-ის ღია პირველობა სტარტს 28 აგვისტოს აიღებს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 
დღის ამბები