26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
სოფელ დაბაძველში დათვები 3 ადამიანს დაესხნენ თავს - მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია

შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.

დღის ამბები