26 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
წყალდიდობა, ძლიერი ქარიშხალი და ხანძრები - სტიქია მსოფლიოში

ვირჯინია, პენსილვანია და ნიუ-ჯერსი - ეს ის შტატებია, რომლებიც წყალდიდობამ და ძლიერმა ქარიშხალმა ყველაზე მეტად დააზარალა. სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 4-ს - მათ შორის 9 თვის ბავშვია.

წყალდიდობამ დააზიანა გზები, მოგლიჯა ხეები, დატბორა საცხოვრებელი სახლები. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 55 მილიონი ადამიანი საფრთხის ქვეშ იმყოფება. მოსახლეობა გააფრთხილეს დასავლეთ მასაჩუსეტსის, ვერმონტისა და ნიუ ჰემფშირის შტატებში.

წყალდიდობის შედეგად შეერთებული შტატების მასშტაბით, 2600-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, 7900-მდე გადაიდო. პოლიცია მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევს, სადაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალდიდობასთან ერთად, შეერთებულ შტატებში ხანძარსაც ებრძვიან. ცეცხლი ლოს-ანჯელესიდან 80 კილომეტრში მძვინვარებს, კალიფორნიიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ათობით მილიონი ადამიანი საფრთხის ზონაში იმყოფება. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გვალვა უშლის ხელს.

ძლიერ ხანძარს ებრძვის ესპანეთიც. კუნძულ ლა პალმადან 4000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ათობით სახლი დაიწვა კანარის კუნძულებზე. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენები და 300-ზე მეტი მეხანძრე.

დღის ამბები