ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილები 82 და 72 წლის ქალები არიან. ინფორმაციას სააგენტო "გურია თუდეი" ავრცელებს.
მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური ბინიდან გამომავალი მძაფრი სუნის გამო გამოიძახეს.
ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილები.