ფესტივალი "Art გენი", 2023 წლის თბილისის ტურისთვის ემზადება. ფესტივალი 20 წლის არის, საიუბილეო ტური, ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება და 20 ივლისს დაიწყება.
მე-20 საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ფესტივალი "Art-გენი" მაყურებელს რამდენიმე სიახლეს ჰპირდება.
"Art-გენი" 2023 -ს "სუხიშვილები“ გახსნიან, - 30 ივლისს კი ფესტივალი ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება. უკვე სამი წელია, ფესტივალის წარმდგენი "ავერსია“.