ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს და მას ცინიკურს უწოდებს.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას.
"ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას" - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.