26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
უკრაინა მაპის გარეშე ნატოში და ალიანსის ახალი, 32-წევრი - ვინ რა მიიღო ვილნიუსის სამიტისგან

ვაშინგტონის გადაწყვეტილებას კიევისთვის კასეტური ბომბების მიწოდებასთან დაკავშირებით მალევე უპასუხეს მოსკოვში. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ თუ მათ წინააღმდეგ მსგავს საბრძოლო მასალას გამოიყენებენ, საპასუხო ზომა სარკისებური იქნება.

რუსეთ უკრაინის ომის ფარგლებში კიევი გამუდმებით ამტკიცებს, რომ რუსეთი განუკითხავად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას. მათ შორის უკრაინული მხარე ამბობს, რომ მსგავსი შეიარაღებით დაიბომბა ხარკოვი. რუსეთისთვის კასეტური ბომბების გამოყენება უცხო არ არის ოკუპანტებმა მსგავსი შეიარაღება გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგაც 2008 წლის აგვისტოს ომში.

ნატოს კი მალე 32-ე წევრი ეყოლება. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ფინეთის შემდეგ შვედეთით ფართოვდება, თუმცა აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება ერთადერთი არაა რაზეც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ლიეტუვაში იმსჯელეს. მთავარი ფოკუსი უკრაინა იყო. ვილნიუსის სამიტზე კიევს უთხრეს, რომ ნატოში გასაწევრიანებლად ორი ნაბიჯის ნაცვლად, ერთიც ეყოფა. ანუ უკრაინას აღარ დასჭირდება მაპი, იგივე სამოქმედო გეგმა, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველებისთვის.

თუმცა ჯერ კიევმა ომი უნდა მოიგოს - მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საუბრები გაწევრიანებაზე. უკრაინა მაპის გარეშე - საქართველო კი მაპით. ნატო ვილნიუსშიც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, ისევ ღიას ტოვებს კარს, თუმცა კონკრეტიკისგან ისევ თავს იკავებს. ალიანსი აფასებს საქართველოს წვლილს ნატოს ოპერაციებში, მაგრამ ისევ იმეორებს, რომ ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბლოკში გაწევრიანება მხოლოდ სამოქმედო გეგმის გავლით მოხდება.

დღის ამბები