საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ტარდება.
ტრენინგის მიზანი, საქართველოში ფრენბურთის განვითარება, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მწვრთნელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. კურსს, რომელიც 15 ივლისს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდება, უმაღლესი კატეგორიის, მოწვეული მწვრთნელები წარუძღვებიან.