76 წლის ასაკში, ცნობილი მსახიობი და მომღერალი, ჯეინ ბირკინი გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, იგი მომვლელმა საკუთარ სახლში იპოვა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
როგორც მედიაში იწერება, ბირკინს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მაისში რამდენიმე კონცერტის გადადებაც მოუწია. მან თავისი კარიერა როგორც მსახიობმა დაიწყო და საერთაშორისო ცნობადობა სერჟ გენსბურთან მუსიკალურმა თანამშრომლობამ და სასიყვარულო ურთიერთობამ მოუტანა.