სამხრეთ კორეის ქალაქ ჩხონჯუსთან, წყალდიდობის შედეგად დატბორილ გვირაბში ჩარჩენილი ავტომობილებიდან 9 ცხედარი ამოიყვანეს, რითაც ქვეყანაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა.
ცხრა ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ქვეყნის უმეტეს ნაწილში უკვე რამდენიმე დღეა კოკისპირულად წვიმს. უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. მოსახლეობას შეზღუდულად მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია რამდენიმე დასახლება. მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში უფრო მეტ ნალექს პროგნოზირებენ.