პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა. მიტროპოლიტმა. მთავრობის მეთაურს. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.
მიტროპოლიტმა სტეფანემ, პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მომდინარეობს.