26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები ქვემო ქართლში პარტიულ შეხვედრებს მართავენ


"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები რეგიონებში გრძელდება. დღეს მმართველი გუნდის ლიდერები ქვემო ქართლში ჩავიდნენ.

კონფერენციები დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში გაიმართება, სადაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს აირჩევენ.

"საუბარი გვექნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სამზადისზე. ჩვენი პარტია ნელ-ნელა უკვე იწყებს მზადებას 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანი ამ კონფერენციებზე არის ამ ყველაფერზე ჩვენი პარტიის წევრებთან ამ ყველაფერზე საუბარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები