26 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
შეხვედრა კიევში და დაანონსებული თანამშრომლობა - რა მიზანს ისახავს არახამია-გვარამიას ტანდემი

ნიკა გვარამია უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერს კიევში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. გვარამია ფოტოს აღწერაში არახამიასთან ახლად დაწყებულ თანამშრომლობაზე საუბრობს. კიევში გამართულ შეხვედრას აფასებენ თბილისში. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გვარამია-არახამიას შეხვედრაში სიახლეს ვერაფერს ხედავს.

რა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს ნიკა გვარამია, ოპოზიციის ნაწილმა არ იცის. თუმცა ამბობენ, რომ საქართველოს გაერთიანების პროცესში, არახამიაც და გვარამიაც დადებით როლს შეასრულებენ.

საქართველოს რეპუტაციის დაზიანების მიმართულებით არსებულ მოტივაციაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსს, საქართველოს შიდა საქმეებთან არაფერი აკავშირებს.

კოორდინაციის კიდევ ერთი დადასტურება - ასე აფასებს ნიკა გვარამიასა და დავით არახამიას შეხვედრას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის დასრულებით ახსნა, თუმცა დღეს ამ მიმართულებით სხვა სურათი იკვეთება.

რა ფორმით გაგრძელდება ნიკა გვარამიასა და დავით არახამიას შორის თანამშრომლობა, დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

დღის ამბები