მთის მოყვარულებისთვის დაუვიწყარი თავგადასავალი დაიწყო. რაჭა, თუშეთი, იმერეთი, ყაზბეგი, სვანეთი და გურია - ფესტივალ "მთის დღეებს" მასპინძლობს.
მთის ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ადათ-წესები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, უძველესი სამზარეულო და მთის საინტერესო მითები, მთელი დღის განმავლობაში კი მუსიკა, რომელიც სტუმრების განწყობაზე იზრუნებს - ასეთია ფესტივალის დღის წესრიგი.
შოვში, "მთის დღეების" ღონისძიების გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფესტივალი წელს მეორედ სწორედ მთავრობის მეთაურის ინიციატივით იმართება.