26 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" დმანისის, მარნეულის და ბოლნისის ორგანიზაციების თავმჯდომარეები აირჩია

"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები რეგიონებში გრძელდება. დღეს მმართველი გუნდის ლიდერები ქვემო ქართლში ჩავიდნენ.

"ქართული ოცნების" დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს. მარნეულის ორგანიზაციას კი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე. რაც შეეხება ბოლნისს- აქ ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. ამით "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა.

 

დღის ამბები