თბილისში საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ყრილობა გაიმართა, სადაც 400-მა ფარმაცევტმა დელეგატმა ასოციაციის ახალი გამგეობის შემადგენლობა აირჩია.
ფარმაცევტთა ასოციაციის წესდების თანახმად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. ყრილობაზე ასოციაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს გავლილი პერიოდის განმავლობაში ასოციაციის საქმიანობაც გააცნო. ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტად, მეორე ვადით ლევან გოგიბერიძე აირჩიეს.