"ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს" - ასე პასუხობს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი ჟურნალისტების კითხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გადაჭრით არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა.
კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღოასა და სავარძელზე, ერთ-ერთ ვერსიად, ქარხნულ წესს ასახელებს.