26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს და ნატო-ს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს სამიტზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა შეარჩია და ქვეყანა თანმიმდევრულად მიყვება საერთო ეროვნულ მიზანს - ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოს.

"ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატო-ს და საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრი უბედურება ხდება.

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, გავაგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ თვითონ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული იმ მთავარ პანელსა და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. გეტყვით ასევე, ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საუბარი იყო ვახშამზე. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი. ხაზგასმით, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრები და უსაფუძვლო სპეკულაციები," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები