26 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ჩვენ ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე მომზადებულ დადგენილების პროექტს გამოეხმაურა.

მისი განცახდებით, სამწუხაროა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის საკითხში უკრაინელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი.

"სამწუხაროდ, აქაც ვხედავთ, რომ არის ჩვენი ქვეყნის საქმეებში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობა, რაც, უბრალოდ, არასწორია, ჩემთვის ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენ ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი.

გახსოვთ, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უკრაინელი მაღალჩინოსნები იყვნენ პირდაპირ ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრებას. ამ ფონზე, მითუმეტეს სამწუხაროა ის ახალი ნაბიჯები, რომელიც იდგმება, მათ შორის, უკრაინის რადას ახალი განცხადება, სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები