26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ჩუმად მოპარული ნიმუში რომ კეთილსინდისიერი მოტივებისთვის არ იქნებოდა გამოყენებული, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ნიმუში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, პოლონელმა ექიმმა ჩუმად აუღო მიხეილ სააკაშვილს, რაღაც "მანკიერი ჩანაფიქრის" განხორციელებას ემსახურებოდა.

მისივე თქმით, მას ამის საპირისპირო დამაჯერებელი არგუმენტი ჯერ არ მოუსმენია.

"ძალიან უსიამოვნო ინციდენტია, პირველ რიგში, თავად ექიმებისთვის და შემდეგ იმ მხარისთვის, ვინც ცდილობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში მანიპულაციურად ბევრი ესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ინციდენტი იყო ძალიან უსიამოვნო, რადგან ფაქტია, რომ ყველაფერს აზრი დაუკარგა. არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ასე ჩუმად მოპარული ნიმუშით, იმ ფონზე, როდესაც ღიად, ლეგალურად, ლეგიტიმურად ნიმუშები იყო ხელმისაწვდომი კონკრეტული მკვლევრებისთვის, ამის მიღმა დამატებითი ნიმუშის აღება რომ კარგი საქმისთვის და კეთილსინდისიერი მოტივებისთვის გამოყენებული არ იქნებოდა, ეს, მე ვფიქრობ, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. მე რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ამის საპირისპიროდ არ მომისმენია. როგორც ჩანს, ვიღაცას რაღაც მანკიერი ჩანაფიქრები აქვს, თავიანთ ენაზე რომ ვთქვათ, "ჟულიკური" ჩანაფიქრები. სხვა ახსნა მე არ მაქვს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები