26 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
მოსკოვი უკრაინისა და მთელი მსოფლიოს ბირთვული შანტაჟით დაშინებას ცდილობს, თუმცა თავად შეექმნა ბირთვული საფრთხე - ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს

მოსკოვი უკრაინისა და მთელი მსოფლიოს ბირთვული შანტაჟით დაშინებას ცდილობს, თუმცა თავად შეექმნა ბირთვული საფრთხე. რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის მახლობლად, ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემები წერენ გაჟონვა ელექტროქიმიური სადგურის ერთ-ერთი კონტეინერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რომელშიც ერთი კუბური მეტრის ოდენობის ურანი იყო მოთავსებული.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა როსატომში მხოლოდ1 დაშავებულზე საუბრობენ და აღნიშნავენ რომ ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ გაჟონვის შემდეგ ელექტრო ქიმიური ქარხანის ასამდე თანამშრომელს შეამოწმებენ.

დღის ამბები