ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ისაუბრეს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
მოეწყო წიგნის პრეზენტაციაც, რომლის ავტორები დიმიტრი ხვთისიაშვილი და ქეთევან დუმბაძე არიან.
ღონისძიება ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალში ქართული და უცხოური თეატრები მონაწილეობენ.