26 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"ქართული საგანძური" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც "ერისიონმა" საბერძნეთში, ოლიმპოსის ფესტივალზე უცხოელი მაყურებლებისთვის შეასრულა

ქართული, აფხაზური, ყაზბეგური, აჭარული – საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვა და სიმღერა "ერისიონმა" ერთ კონცერტში გააერთიანა. "ქართული საგანძური" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც "ერისიონმა" საბერძნეთის ქალაქ კატერინში ოლიმპოსის ფესტივალზე უცხოელი მაყურებლებისთვის შეასრულა.

მრავალხმიანი ქართული სიმღერა ყველაზე ძველი ანსამბლის სავიზიტო ბარათია. მსმენელისა და საერთაშორისო პრესის დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა პოლიფონიამ.

"ერისიონი" დაარსების დღიდან, აგროვებს და აცოცხლებს ქართული ცეკვის და სიმღერის უნიკალურ ფოლკლორულ ნიმუშებს და მის ახლებურ ვარიაციებს მაყურებელს სთავაზობს. "ქართული საგანძური" – მრავალხმიანი ქართული სიმღერა და ტრადიციული ქართული ცეკვა ანსამბლმა ერთ სახელწოდებაში გააერთიანა.

რამდენიმე დღეში ანსამბლი იორდანიასა და ჩინეთში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი საფრანგეთის ლევილის ქართულ მამულში ერისიონი გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. 

დღის ამბები