26 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დავებს ე.წ. ქურდული გარჩევით აგვარებდა

თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ამ ეტაპზე განხილვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხება.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დავებს ე.წ. ქურდული გარჩევით აგვარებდნენ. მტკიცებულებებში არის ჩანაწერები, სადაც კონკრეტულ პირებს ფულის მიტანას აიძულებენ.

არის თანხის სანაცვლოდ, უძრავი ქონების დათმობის ფაქტებიც. საქმეში ფიგურირებენ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდებიც.

ადვოკატი ამბობს, რომ მათი პოზიციაა, არ იყოს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება. 

"წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, რაც არის დასაბუთებული აბსურდია წარდგენილი ბრალდება, რადგანაც არც ერთი მტკიცებულება არ არის პირდაპირ მიმართული ბრალთან მიმართებაში. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, რასაც რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ არ იქნეს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, რადგან არ არსებობს ფაქტობრივი საფუძვლები. რაც შეეხება ალტერნატივას, ჩვენ ბუნებრივია, დავაყენებთ აღნიშნულს და მოვითხოვთ გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობით," - აცხადებს ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი.  

დღის ამბები